ვოლოდიმერ ბინო -უკრაინა
წყალი

წყალი, რომელიც გროვდებოდა

წვეთ-წვეთობით,

საგუბარიდან

დაეშვა ქვემოთ

მიედინება კანზე

მწყურვალის.



იქ, სადაც მთავრდება ჩანჩქერი,

ჭაღარავდება წყალი,

რომელსაც აწუხებს ტკივილი

როცა მასზე ილესება

ჯერ არ შეგროვებული ქვები.



სიცილიც იცის წყალმა,

როცა მას ეჩურჩულება

ქარი და კლდე

თავის

უაზრო მარადიულ

ცეკვაში,

როცა ჩნდებიან

ლურჯი ზვიგენები

და ძალაგამოცლილ წყლის სათავეებს

ეწაფება

მწყურვალის ბაგე.



უყვარს წყალს ძილი

ღრუბლებსა და თიხის დოქებში

და იღვიძებს

დამშრალ ხელისგულებში

შემთხვევითი მგზავრის,

რომელსაც სურს

დაინახოს ტალღებში

თავისი ანარეკლი...

რადგან მხოლოდ მან იცის,

ვის სწყურია სინამდვილეში.

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.