რაინერ მარია რილკე
თვითმკვლელის სიმღერა

გაივლის ღამე და ჩემს თავზე იმ თოკს გაჭრიან

ხმალშემართული სიკვდილივით ცას რომ გასჩრია,

მე კი დუმილით ფიქრებს მივდენი.

აგერ, ახლახან მკერდში გული ისე ლაღობდა,

რომ ჩემს წიაღში თითქოს მცირე ხანით სახლობდა.

მარადისობა მცირეოდენი.

 

ცხოვრებას პეშვით მაჩეჩებენ, თითქოსდა მოდად,

რისი სურვილიც ზოგჯერ კვდება, ზოგჯერ მხნედ არი.

გადავაბიჯო მინდა ჩემს თავს, მაცალეთ ცოტა,

ცხოვრება ჩემთვის არასოდეს იყო ნეტარი.

ვიცი სამყარო დიდია და სავსე ქვაბია,

თუმცა ის ჩემს სისხლს არ ერევა ეგზომ საქებად.

მას სავალი გზა თავისაკენ გაუკაფია,

და არა ჩემთვის, მაინც სხვათა გამოსაკვებად.

 

მტანჯველმა ყოფამ იმედები ეკლით გაღობა,

სხვაა ზრახვები სნეულთა და სხვაა - ძლიერთა.

ისმინეთ ჩემი, მე ამ სენის უარსაყოფად

ათასწლეულთა დამჭირდება ფარდი დიეტა.

 

 

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.