უკან დაბრუნება
ჩემი გაზაფხული

ჩემი სოციალური ქსელის მეგობრები

ერთიანდებინ ჯგუფში :

 

”არა ცელოფნის პარკებს!”

 

არადა,

 

ეს ჩემი და ჩემი ქალაქის გაზაფხულია,

ფერად ყვავილებად რომ გამოისხა ხეებმა.

 

 

ეზიდებოდნენ ისინი

ჩვენით და ჩვენამდე უამრავ წვრილმანს.

 

ვაცხოვრებდით ჩვენთან ერთად,

სანამ საფუარმიცემული ცომივით

არ ამოვიდოდნენ მათგან ნარჩენები.

 

 

ის ვარდისფერი პარკის ნაგლეჯი

ჩემი კაბის ნაწილია.

ბავშვობაში ეკალს შევატოვე და

სურვილის ჩაფიქრება ვერ მოვასწარი.

 

იყავი ჩემი ნატვრის ხე.

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.